"ნაციონალურმა მოძრაობამ", გვარამია-მელიას პარტიამ, "ლელომ" და გახარიას პარტიამ ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართეს
"ნაციონალურმა მოძრაობამ", გვარამია-მელიას პარტიამ, "ლელომ" და გახარიას პარტიამ ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართეს. ითხოვენ არჩევნების გამოძიებას და ხელახალ არჩევნებს, ასევე ევროკავშირის დონეზე არსებული ყველა ოფიციალური კომუნიკაციის შეჩერებას, ფინანსური დახმარების შეჩერებას და ამ დახმარების გადამისამართებას არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და ოპოზიციური მედიისთვის. წერილის ავტორები ასევე ითხოვენ მკაფიო განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე.
