როგორ აფასებენ მმართველ გუნდში რადიკალების მიერ ევროკავშირში გაგზავნილ წერილს
ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის მიწერილ წერილს, ანტისახელმწიფოებრივ და მოღალატეობრივ ქმედებად აფასებენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რადიკალური ოპოზიცია ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვის. პრემიერ მინისტრის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყოველდღიურად ავლენს საკუთარ სახეს,რასაც საზოგადოებაც ხედავს. ოპოზიცია კი აანონსებს, რომ მოთხოვნების ჩამონათვალი და წერილების სიხშირე გაიზრდება.
