ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანში საჰაერო თავდასხმის დროს მოძრაობის მედიის ხელმძღვანელი, მუჰამედ აფიფი დაიღუპა
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანში საჰაერო თავდასხმის დროს მოძრაობის მედიის ხელმძღვანელი, მუჰამედ აფიფი დაიღუპა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდასხმის შედეგად საერთო ჯამში 4 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. როგორც ცახალში განმარტავენ, აფიფი ჰეზბოლას მაღალჩინოსნებთან მუდმივ კომუნიკაციაში იყო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციებში უშუალოდ მონაწილეობდა.
