აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს ხონში შეხვდა
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს ხონში შეხვდა. განიხილეს თუ როგორი უნდა იყოს სამშვიდობო პოლიტიკა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა. ლევან მგალობლიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამშვიდობო პოლიტიკაში სწორედ ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობასა და აფხაზეთის მთავრობის მიერ მომავალ წელს განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა.