მთავრობა კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართავს
მთავრობა კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართავს. საკანონმდებლო ინიციატივა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს. პროექტს კი პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კულტურის სამინისტროს - თინათინ რუხაძე, ხოლო სპორტის სამინისტროს შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს.
