ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას, ამერიკული იარაღის რუსეთში გამოყენების ნებართვა მისცა
ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას, ამერიკული იარაღის რუსეთში გამოყენების ნებართვა მისცა. ინფორმაციას როიტერი ამერიკულ ოფიციალურ წარმომადგენელებზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების გამო, წყაროებმა დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავეს. აღინიშნა, რომ უკრაინა შორ მანძილზე შეტევებს უახლოეს დღეებში გეგმავს. მედიაში გავრცელებულ ცნობას, უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა.
