იტალია VS საქართველო
დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დიდი რაგბია. ქალაქ გენუაში, იტალიის ეროვნული გუნდი საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს. ბორჯღალოსნების შემადგენლობა უკვე ცნობილია და წინა მატჩისგან განსხვავებით, მთავარმა მწვრთნელმა მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა. ეს გუნდები ბოლოს 2022 წლის 10 ივლისს ბათუმში დაუპირისპირდნენ და საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 28-19 დაამარცხა. დღევანდელი თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი „იმედის“ ეთერში, „ქრონიკის“ დასრულების შემდეგ, 17:40 წუთზე დაიწყება
