მალთაყვაში კანოესა და ნიჩბოსნობის ბაზა საზეიმოდ გაიხსნა
მალთაყვაში კანოესა და ნიჩბოსნობის ბაზა საზეიმოდ გაიხსნა. ახალი ინფრასტრუქტურა ირაკლი კობახიძემ კულტურისა და სპორტის მინისტრთან და მოადგილესთან ერთად დაათვალიერა. ბაზა, რომლის მშენებლობაც 2023 წელს დაიწყო. სრულად აღიჭურვა სპორტული ინვენტარით, ავეჯითა და ტექნიკით. პროექტის ღირებულება შვიდ მილიონ ლარამდეა და მოიცავს სპორტული ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს. დღესვე ფოთში პრემიერ-მინისტრმა თევზსაჭერი ლიცენზიის მფლობელი გემები დაათვალიერა. მთავრობის მეთაური ლიცენზიის მფლობელებს შეხვდა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. განათლების მინისტრთან ერთად მთავრობის მეთაური ფოთის მე-8 საჯარო სკოლაში ჩატარებულ სამუშაოებსაც გაეცნო. 800 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შენობა სრულად განახლდა. ამჟამად მიმდინარეობს გარე სპორტული მოედნის მოწყობა
