რადიკალური ოპოზიცია დღევანდელი აქციისთვის რეგიონებიდან მხარდამჭერების მობილიზებას ახდენს
რადიკალური ოპოზიცია დღევანდელი აქციისთვის რეგიონებიდან მხარდამჭერების მობილიზებას ახდენს. კონკრეტული თანხები ირიცხება ოპოზიციის რეგიონული ლიდერებისთვის, მათ შორის ფულს, თბილისში წამოსვლის სანაცვლოდ, მხარდამჭერებსაც სთავაზობენ. ტრანსპორტირებისთვის, ქუთაისში, ბათუმსა და კასპში გვარამიას პარტიის ოფისებთან სამარშრუტო ტაქსებიც იდგა, რომლებითაც საკუთარი მხარდამჭერები ოპოზიციონერებმა თბილისში წამოიყვანეს. პრემიერ მინისტრის თქმით, მიუხედავად ფულადი ხარჯებისა, ოპოზიცია ხალხის მობილიზებას ვერ ახერხებს, ამის მიზეზი კი ირაკლი კობახიძის თქმით ერთია - საზოგადოებისთვის ოპოზიციის დესტრუქციული გეგმები მიუღებელია
