საფრანგეთში აუქციონზე 22 მეტრიანი დინოზავრის ჩონჩხი 6 მილიონ ევროდ გაიყიდა
საფრანგეთში აუქციონზე 22 მეტრიანი დინოზავრის ჩონჩხი 6 მილიონ ევროდ გაიყიდა. გიგანტური აპათოზავრის ჩონჩხი 2018 წელს შეერთებულ შტატებში, ვაიო მინგის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. მის რესტავრაციას 2 წელი დასჭირდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩონჩხი 150 მილიონი წლისაა. მას ძვლების 80% შენარჩუნებული აქვს.
