თავდასხმა თურქეთში - უცნობმა პირებმა პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს
თავდასხმა იყო თურქეთშიც. უცნობმა პირებმა პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. ინციდენტი სტამბოლში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველები ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც პოლიციაში აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდების შესახებ შევიდა შეტყობინება. ახალგაზრდები პოლიციის მანქანას დაესხნენ თავს და ადგილიდან მიიმალნენ. ადგილზე აღმოჩენილია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობაც. პოლიცია ეჭვმიტანილებს ამ დრომდე ეძებს.
