უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განგაშის სიგნალი იყო ჩართული
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განგაშის სიგნალი იყო ჩართული. რუსულმა ძალებმა საჰაერო იერიშები კიევის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხმელნიცკის, ხერსონისა და მიკოლაევის დასახლებულ რაიონებზე მიიტანეს. უკრაინული მხარის მტკიცებით, ოკუპანტებმა ფრთოსანი რაკეტები და დრონები გამოიყენეს. ვრცელდება ინფორმაცია მიკოლაევში ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ. არიან დაშავებულებიც.
