საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია
საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ანდრია ფუტკარაძემ ქვეყანას მეოთხე გამარჯვება მოუტანა და ამ შედეგით ჩვენ კონკურსის რეკორდსმენები ვართ. საქართველომ 12 ქულა 12 ქვეყნისგან მიიღო. ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა, რომელიც გიგა კუხიანიძემ დაწერა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო; კოსტიუმი კი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.
