მალთაყვაში კანოესა და ნიჩბოსნობის ბაზა საზეიმოდ გაიხსნა
მალთაყვაში კანოესა და ნიჩბოსნობის ბაზა საზეიმოდ გაიხსნა. ახალი ინფრასტრუქტურა ირაკლი კობახიძემ კულტურისა და სპორტის მინისტრთან და მოადგილესთან ერთად დაათვალიერა. ბაზა, რომელიც მშენებლობა 2023 წელს დაიწყო. სრულად აღიჭურვა სპორტული ინვენტარით, ავეჯითა და ტექნიკით. პროექტის ღირებულება შვიდ მილიონ ლარამდეა და მოიცავს სპორტული ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს, მათ შორის 22 სასტუმროს ტიპის ნომერს, საუნას, გასახდელებს, საშხაპეებს, საკონფერენციო ოთახს; შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და გააჩნია ელექტროენერგიის დამოუკიდებელი კვების წყარო.
