რადიკალური ოპოზიცია დღევანდელი აქციისთვის რეგიონებიდან მხარდამჭერების მობილიზებას ახდენს
რადიკალური ოპოზიცია დღევანდელი აქციისთვის რეგიონებიდან მხარდამჭერების მობილიზებას ახდენს. კონკრეტული თანხები ირიცხება ოპოზიციის რეგიონული ლიდერებისთვის, მათ შორის ფულს თბილისში წამოსვლის სანაცვლოდ მხარდამჭერებსაც სთავაზობენ. ტრანსპორტირებისთვის, ქუთაისსა და ბათუმში გვარამიას პარტიის ოფისებთან სამარშრუტო ტაქსებიც იდგა, რითაც საკუთარი მხარდამჭერები ოპოზიციონერებმა თბილისში წამოიყვანეს. აქციის მონაწილეთა ნაწილი ადასტურებს, რომ პარტიულ დავალებას ასრულებს. ნაწილი კი საკითხზე საუბარს გაურბის.
