საბერძნეთის ყოფილი პრემიერ -მინისტრი და პარლამენტის წევრი ანტონის სამარასი მმართველი „ახალი დემოკრატიული პარტიის“ საპარლამენტო ჯგუფიდან გარიცხეს
საბერძნეთის ყოფილი პრემიერ -მინისტრი და პარლამენტის წევრი ანტონის სამარასი მმართველი „ახალი დემოკრატიული პარტიის“ საპარლამენტო ჯგუფიდან გარიცხეს. მიზეზი მის მიერ მიცემული ინტერვიუ გახდა, სადაც ის მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებდა თურქეთთან განახლებული მოლაპარაკებების გამო. როგორც საბერძნეთის მთავრობაში განმარტეს, არავის აქვს უფლება, ითამაშოს ქვეყნის სტაბილურობით, განსაკუთრებით, ქვეყნისთვის ამ ტურბულენტურ პერიოდში.
