ტოკიო კიევს რუსული აქტივების ხარჯზე 3 მილიარდ დოლარს გამოუყოფს და უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას გაააქტიურებს
ტოკიო კიევს რუსული აქტივების ხარჯზე 3 მილიარდ დოლარს გამოუყოფს და უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას გაააქტიურებს. ამის შესახებ კიევში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დასასრულს გახდა ცნობილი. ვიზიტის ფარგლებში ივაი ტაკეში უკრაინელ კოლეგას, ანდრეი სიბიგას და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
