განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლებულ სასწავლო ინფრასტრუქტურას ალექსანდრე წულაძე გაეცნო. მინისტრი სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, განიხილეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწის საკითხები, სახელფასო პოლიტიკა, სკოლებში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის ტყაჩირის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
