გიორგი კალანდარიშვილზე საჯარო თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს
გიორგი კალანდარიშვილზე საჯარო თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დავით კირთაძის ქმედება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მათ საგამოძიებო უწყების შესაბამისი რეაგირების მოლოდინი აქვთ. "ქართულ ოცნებაში" აღნიშნავენ, რომ ცესკოში განვითარებული მოვლენები კოლექტიური ნაც.მოძრაობის ხელწერაა და რომ შავ ლაქას ისინი ვერასდროს ჩამოიშორებენ. ცნობისთვის, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შეასხა.
