ცესკოს სხდომის პარალელურად ოპოზიცია პროცესის რადიკალიზაციას ქუჩაში ცდილობდა
ცესკოს სხდომის პარალელურად ოპოზიცია პროცესის რადიკალიზაციას ქუჩაში ცდილობდა. სხდომის დასრულების შემდეგ იყო მსვლელობა აღმაშენებლის ხეივანზე. მსვლელობისას მოხდა რამდენიმე ინციდენტი. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის სამი მონაწილე. სიტყვიერი დაპირისპირება იყო აქციის მონაწილეებსა და ავტომანქანების მძღოლებს შორისაც. დღევანდელი აქციისთვის ოპოზიციამ ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო. მაგალითად მამუკა ხაზარაძე გუშინვე აცხადებდა, რომ შეკრება 10 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა თავად მის მიერვე დაანონსებულ აქციაზე არ მივიდა. რა მიზეზით გამოტოვა აქცია, უცნობია. ლელოს პრეს სამსახურში გვითხრეს, რომ მიზეზი არ იციან თავად ხაზარაძე კი სატელეფონო ზარებს არ პასუხსობს.
