შეერთებული შტატების არჩეული პრეიზდენტი თეთრი სახლის პრესსპიკერის თანამდებობაზე კეროლაინ ლივიტის დანიშვნას გეგმავს
შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი თეთრი სახლის პრესსპიკერის თანამდებობაზე კეროლაინ ლივიტის დანიშვნას გეგმავს. ცნობას ამერიკული მედია დონალდ ტრამპზე დაყრდნობით ავრცელებს. 27 წლის კეროლაინ ლივიტი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის პრეს მდივანი იყო. მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობას კი ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის კიდევ ერთი სპიკერი სტივენ ჩუნი დაიკავებს.
