საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ აქტორებს მიმართავს, დაიცვან საყოველთაოდ მიღებული ქცევის ნორმები
საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ აქტორებს მიმართავს, დაიცვან საყოველთაოდ მიღებული ქცევის ნორმები. განცხადებაში წერია, რომ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ანა დოლიძე ბოლო დღეებში გამოხატავს აგრესიას პირველი არხის ჟურნალისტებისა და მთლიანად ორგანიზაციის მიმართ. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ანა დოლიძის საქციელს სხვა პოლიტიკური ლიდერებიც ბაძავენ, რაც სახიფათო ტენდენციაა.
