მამუკა ხაზარაძე მის მიერვე დაანონსებულ აქციაზე არ მივიდა
მამუკა ხაზარაძე მის მიერვე დაანონსებულ აქციაზე არ მივიდა. არადა გუშინ, მან სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა და მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდა. რა მიზეზით არ იმყოფებოდა თავისსავე დაანონსებულ აქციაზე? ლელოს პრეს სამსახურში გვითხრეს, რომ მიზეზი არ იციან თავად ხაზარაძე კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.