შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცესკოში მომხდარ ინციდენტზე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით გამოძიება დაიწყო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცესკოში მომხდარ ინციდენტზე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით გამოძიება დაიწყო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა“, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს.
