„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა. სხდომაზე დავით კირთაძემ პროცედურასთან დაკავშირებით სიტყვა მოითხოვა და სხდომა პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა. რეგლამენტის ამოწურვის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა, რასაც კამათი მოჰყვა. ამის შემდეგ კირთაძემ კალანდარიშვილს ჭიქით დაუდგენელი ნივთიერება სახეში შეასხა. გიორგი კალანდარიშვილს თვალი დაუზიანდა