ონის მუნიციპალიტეტის საკაოს თემში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
ონის მუნიციპალიტეტის საკაოს თემში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. საკაოს ადმინისტრაციული ერთეული 5 სოფელს მოიცავს და იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საცხოვრებელ პირობებს