ლაშა დარსალია საქართველოში ვიზიტით მყოფ ბრაზილიის ფედერაციული რესპულიკის დელეგაციას შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია საქართველოში ვიზიტით მყოფ ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბრაზილიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და განიხილეს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობასა და საპარლამენტო დიპლომატიის როლზე ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობაში. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ბრაზილიელი დეპუტატის შეხვედრები საქართველოს პარლამენტში და მისი ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე სოფელ ოძისში
