დეზინფორმაცია - ოპოზიციის იარაღი
ცენტრალური საარჩევნო კომისია გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი და მედიის ნაწილი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს ცესკო არჩევნების შემაჯამებელი სხდომის ჩატარებას არა საარჩევნო ადმინისტრაციაში, არამედ ქალაქგარეთ გეგმავს. ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს პოლიტიკოსებს და მედიას, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
