ვიქტორ ორბანი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გადახედვისკენ მოუწოდებს
ვიქტორ ორბანი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გადახედვისკენ მოუწოდებს. უნგრეთის საზოგადოებრივი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ საჭიროა ენერგომატარებლებზე ფასების დაწევა, სანქციების ამჟამინდელი პოლიტიკის გადახედვის გარეშე კი ეს შეუძლებელი იქნება. ვიქტორ ორბანის თქმით, გაზსა და ელექტროენერგიაზე ფასების მატება ევროკავშირის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას უთხრის ძირს
