უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ფრონტის ხაზის რამდენიმე ადგილას ვითარება კრიტიკულია
უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ფრონტის ხაზის რამდენიმე ადგილას ვითარება კრიტიკულია. გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ რომანენკომ უკრაინულ მედიას განუცხადა, რომ კურახოვოსა და კუპიანსკის მიმართულებით ფრონტზე უმძიმესი მდგომარეობაა. ოკუპანტი მაქსიმალურად ცდილობს წინსვლას და ინტენსიურად უტევს. უკრაინის არმიის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ფრონტზე კრიტიკული ვითარება დასავლელი მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების გაჭიანურებამ გამოიწვია
