ოკუპირებულ აფხაზეთში არეულობაა
ოკუპირებულ აფხაზეთში არეულობაა. მომიტინგეები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, მანამდე ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან სატვირთო მანქანით ჭიშკარი შეანგრიეს, ეზო დაიკავეს და ე.წ. პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს. დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები ეგრეთ წოდებული პარლამენტის შენობასთან დაიწყო. მომიტინგეებმა მათ ხელკეტებით შეუტიეს, ღობე შეანგრიეს და კვერცხები ესროლეს. ძალოვნებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არეულობა ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საკანონმდებლო ორგანოში სესიის გაუქმებას მოჰყვა, რომელზეც სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი უნდა განეხილათ. შეთანხმება რუსი ინვესტორებისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში სხვადასხვა სახის პრივილეგიების მინიჭებას გულისხმობს. ე.წ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ შეთანხმება ოკუპირებული აფხაზეთის ინტერესებს ზიანს აყენებს
