მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე და ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ
მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე და ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა სათათბიროს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, როგორ წარიმართება მოსახლეობის საყოველთაო აღწერა და რა კითხვებზე მოუწევთ მოქალაქეებს პასუხების გაცემა. მისი თქმით, წელს პირველად, მონაცემები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეგროვდება და ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა, კონკრეტულ ვადაში, თვითრეგისტრაციის მეთოდით, ელექტრონულად შეავსოს კითხვარი