„ოჯახში მივარდნა არა აქტივიზმი - არამედ ფაშიზმია“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა
„ოჯახში მივარდნა არა აქტივიზმი - არამედ ფაშიზმია“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა. რადიკალური ჯგუფების მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახლთან გამართულ პროტესტს თავად გიორგი კალანდარიშვილიც გამოეხმაურა. ცესკოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პერსონალური თავდასხმები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ არჩევნების გაყალბებაზე არგუმენტები რეალურად არ არსებობს
