რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ შვედეთის საელჩომ „ქრონიკის“ შეკითხვას უპასუხა
რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ შვედეთის საელჩომ „ქრონიკის“ შეკითხვას უპასუხა. „ქრონიკა“ დაინტერესდა, იღებს თუ არა საელჩო პასუხისმგებლობას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე. ცნობილია, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი დონორია და როგორც წერილშია ნათქვამია, ორგანიზაციის დაფინანსებას განაგრძობს. შვედეთის საელჩოში აცხადებენ, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა და თქვა, რომ პრეზიდენტის მიწვევის გარეშე, პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება.
