ხაზარაძის კომპანიის „იმერეთი გრინერის“ დაზარალებული ინვესტორის განცხადება უკვე პროკურატურაშია
ხაზარაძის კომპანიის „იმერეთი გრინერის“ დაზარალებული ინვესტორის განცხადება უკვე პროკურატურაშია. ბიზნესმენი, რომელიც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს, ალექსანდრე ამაშუკელია. მისი ადვოკატი ჰყვება, რომ ამაშუკელს თიბისი კაპიტალიდან დაუკავშირდნენ და შესთავაზეს „იმერეთი გრინერის“ ობლიგაციების ყიდვა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ დროს კომპანიას უკვე ფინანსური პრობლემები ჰქონდა. საბოლოოდ ინვესტორმა მილიონ ოთხასი ათასი დოლარი იზარალა. ადვოკატი თაღლითობასა და წინასწარ შემუშავებულ გეგმაზე საუბრობს
