მმართველი გუნდი რადიკალური ოპოზიციის მცდელობებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად აფასებს
მმართველი გუნდი რადიკალური ოპოზიციის მცდელობებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად აფასებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციის რიტორიკა არჩევნების გაყალბებასთან მიმართებით, კონკრეტულ მტკიცებულებებს არ ეფუძნება და ისინი საკუთარ ამომრჩეველთან ახლა თავის მართლებას ცდილობენ. რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ვერიფიკაციის აპარატებზე საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით საუბრობს პროკურატურა. საგამოძიებო უწყება მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან. განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოითხოვოს ვერიფიკაციის აპარატებში დაცული ინფორმაცია, რომელიც ასახავს საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა მონაცემებს.
