კიმ ჩენ ინმა ე.წ. კამიკაძე დრონების მასობრივი წარმოების განკარგულება გასცა
კიმ ჩენ ინმა ე.წ. კამიკაძე დრონების მასობრივი წარმოების განკარგულება გასცა. ინფორმაციას დასავლური მედია, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. განკარგულება კამიკაძე დრონის მასობრივი წარმოების შესახებ, იარაღის გამოცდის შემდეგ გაიცა. როგორც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა აღნიშნა, მსოფლიოში უპილოტო საფრენი აპარატების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაში კონკურენცია იზრდება და შეიარაღება განახლებას მოითხოვს.
