პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას ოფიციალური კიევი გააკრიტიკა
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას ოფიციალური კიევი გააკრიტიკა. პოლონური მედია წერს, რომ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა მარკ რუტეს შესჩივლა რომ უკრაინის ხელმძღვანელობას ცუდი მეხსიერება აქვს, რადგან პოლონეთის მიერ უკრაინისათვის გაწეულ დახმარებას სათანადოდ არ აფასებს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ პოლონეთი ომის დაწყების დღიდან უკრაინის მხარდამჭერია, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ხანდახან ვარშავისგან უფრო მეტს ითხოვს, მაგალითად, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოგდებაში დახმარებას. მინისტრის განცხადებით, ასეთ თხოვნებს პოლონეთი საკუთარი უსაფრთხოების დაცვის გამო ვერ შეასრულებს.
