უკრაინული ანალიტიკური პორტალის „დიფსთეითის“ ცნობით, რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქში როვნოპოლის დასახლება აიღო და კიდევ 6 მიმართულებით წინ წაიწია
უკრაინული ანალიტიკური პორტალის „დიფსთეითის“ ცნობით, რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქში როვნოპოლის დასახლება აიღო და კიდევ 6 მიმართულებით წინ წაიწია. ფრონტის ხაზზე კი ყველაზე ცხელი წერტილი კურახოვოა, სადაც ორ კვირაში უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის 700-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა. რთული ვითარებაა პოკროვსკის მხარეს, პარალელურად, ოკუპანტის ძალები კუპიანსკის მიმართულებით გააქტიურდნენ. უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსები უახლოეს რამდენიმე დღეში ოკუპანტის არმიის მასშტაბურ შეტევას ზაპოროჟიეს მიმართულებით ვარაუდობენ.
