საფრანგეთისა და ისრაელის საფეხბურთო მატჩის დროს გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
საფრანგეთისა და ისრაელის საფეხბურთო მატჩის დროს გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების სწრაფი რეაგირების შედეგად, ვითარება მალევე დარეგულირდა. დაშავებულების შესახებ ცნობა არ ვრცელდება. სტად დე ფრანსის სტადიონზე მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი ესწრებოდნენ. გასულ კვირას, ნიდერლანდებში საფეხბურთო მატჩის შემდეგ ისრაელელ გულშემატკივრებზე მასობრივი თავდასხმა მოხდა, რაც ისრაელმა და დასავლელმა ლიდერებმა ანტისემიტურ ქმედებად შეაფასეს. სწორედ ამიტომ, საფრანგეთისა და ისრაელის ეროვნულ ნაკრებებს შორის დაგეგმილ მატჩთან დაკავშირებით პარიზში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით იყო გამკაცრებული.
