საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე კოლუმბიაში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას ესწრება
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე კოლუმბიაში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას ესწრება. 122-ე სხდომა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნა. ღონისძიების ფარგლებში ტარდება თემატური სადისკუსიო შეხვედრები, განიხილება ორგანიზაციის მიმდინარე და შემდგომი საქმიანობის საკითხები. 122-ე სხდომის ფარგლებში ტურიზმის გლობალური ინვესტიციებისა და ინოვაციების ფორუმი გაიმართა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებს საშუალება ჰქონდათ მიღწევების შესახებ გამოცდილება გაეზიარებინათ.