პრემიერი მინისტრის განცხადებით, ოპოზიციის გეგმის არ არსებობა, იმის შედეგია , რომ მათ გაცნობიერებული აქვთ საკუთარი პოზიციების უკიდურესი სისუსტე
პრემიერი მინისტრის განცხადებით, ოპოზიციის გეგმის არ არსებობა, იმის შედეგია , რომ მათ გაცნობიერებული აქვთ საკუთარი პოზიციების უკიდურესი სისუსტე. ირაკლი კობახიძის თქმით, ოპონენტებს არც ხალხის მხარდაჭერა აქვთ და არც რაიმე საბაბი არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ. მთავრობის მეთაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შედეგების არ აღიარება, თავის მართლებაა, იმ ტყუილზე, რომელშიც ოპონენტები თავიანთ ამომრჩეველს ამყოფებენ.
