პროკურატურისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა
პროკურატურისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა. საგამოძიებო უწყება ყველას მოუწოდებს თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან. პროკურატურა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ვერიფიკაციის აპარატებზე საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით საუბრობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოითხოვოს ვერიფიკაციის აპარატებში დაცული ინფორმაცია, რომელიც ასახავს საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა მონაცემებს. რადიკალური ოპოზიციის მცდელობებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად აფასებს მმართველი გუნდი.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
