ლიეტუვის პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა
ლიეტუვის პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები არჩევნებში გამარჯვებული „სოციალ-დემოკრატების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. სოციალ-დემოკრატებმა საპარლამენტო კოალიცია შექმნეს პარტიასთან, რომლის ლიდერსაც, ანტისემიტური განცხადებების გამო, სასამართლო პროცესი ჰქონდა. რემიგიუს ჟემაიტაიტისმა პარლამენტის წევრის მანდატი მას შემდეგ დატოვა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მან სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ანტისემიტური პოსტებით კანონი დაარღვია. მას ბრალად ედება ებრაელების მიმართ მტრობისა და შეუწყნარებლობის გაღვივების მცდელობა და ჰოლოკოსტის მნიშვნელობის დაკნინება.
