საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები კი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეიოფის პირველ შეხვედრას დღეს ჩაატარებს
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები კი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეიოფის პირველ შეხვედრას დღეს ჩაატარებს. „მიხეილ მესხის“ სტადიონზე ახალგაზრდა ქართველი მოთამაშეების მეტოქე ხორვატიის ასაკობრივი გუნდი იქნება. თამაში 19:00 საათზე დაიწყება და ბილეთების ყიდვა ონლაინ არის შესაძლებელი. ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩს კი 19 ნოემბერს ხორვატიის ქალაქი რიეკა უმასპინძლებს.
