დონალდ ტრამპმა რობერტ კენედი უმცროსი ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინა
დონალდ ტრამპმა რობერტ კენედი უმცროსი ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინა. კენედი უმცროსი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა, თუმცა მოგვიანებით მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა. პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი საარჩევნო კამპანიის დროს თავის პროგრამას ძირითადად ვაქცინების მიმართ სკეპტიკურ შეხედულებებზე აფუძნებდა.