მარკ რუტე: მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია, დაიწყოს თუ არა მოლაპარაკება რუსეთთან და როგორ დაასრულოს ომი
მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია, დაიწყოს თუ არა მოლაპარაკება რუსეთთან და როგორ დაასრულოს ომი. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ლატვიის პრეზიდენტ ედგარ რინკევიჩთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის გზა ალიანსის წევრობისკენ შეუქცევადია.
