ოდესაში ოკუპანტთა თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა
ოდესაში ოკუპანტთა თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დრონებით თავდასხმის შედეგად 10 ადამიანია დაჭრილი. მათ შორის ერთი ბავშვია. დაიღუპა ხანდაზმული ქალი. ადგილობრივი ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ეკლესია, მაღაზიები და ავტომობილები.
