სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ერთი ადამიანი დააკავეს
სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ერთი ადამიანი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე შექმნა ჯგუფი, სადაც გაწევრიანებულ პირებს ატყუებდა, რომ თანხის სანაცვლოდ ისინი ჩაერთვებოდნენ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამაში და მათზე გაიცემოდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ვიზები. ამ გზით ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა ჯამში 36 ათას ლარს. დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
