პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საპარლამენტო არჩევნებზე
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საპარლამენტო არჩევნებზე და განაცხადა რომ არჩევნები უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში ჩატარდა. ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია სრულ გაუგებრობაშია და ებრძვიან ელექტრონულ აპარატებს. ამ თემაზე მთავრობის მეთაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
